იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატოს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია

Read Time:29 Second

საქართველო და უკრაინა ნატოს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, კირილ პეტკოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ გვყავს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველო და უკრაინა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვხედავთ დაძაბულობას, ჩვენ ვხედავთ გამოწვევებს შავი ზღვის რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად აქცევს. ჩვენ ასევე ვხედავთ უფრო და უფრო აგრესიულ რიტორიკას რუსეთის მხრიდან. ჩვენ, ნატოს მხრიდან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები, რათა ყურადღებით დავაკვირდეთ რუსეთის სამხედრო აქტიურობას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე სალომე სამადაშვილს: რასაც დაგიწერენ, იმას ახმოვანებთ, ეს არის არაფორმალური მმართველობა“
Next post მამუკა მდინარაძე – დიდსულოვნების მანტიამოსხმულ ბოროტებასთან შერიგებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს