რატი ბრეგაძე: „სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს და არ ემორჩილება მკურნალობის კურსს“

Read Time:48 Second

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში და არ მორჩილება მკურნალობის კურსს.

მისი თქმით, სააკაშვილი და მისი გარემოცვა თუ დაინტერესებულია განკურნებით და არა მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, რატომ არ უნდა ითანამშრომლოს პაციენტმა მკურნალ ექიმთან, მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს.

„მიხეილ სააკაშვილი იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დროს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის, რადგან სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, ამას ხაზგასმით ვიტყვი, და არა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად, მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე: კეთილი ინებოს ევროკავშირის ელჩმა და განმარტოს, არის თუ არა მისი ოფისის მიერ წახალისებული ეს უმსგავსობა? თუ არა, საჯაროდ გაემიჯნოს ამ ყველაფერს!
Next post ზაალ ანჯაფარიძე: უკვე მეორე ექიმი ამბობს, რომ „უნდა მოსცილდეს ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი“ – ანუ, სააკაშვილი ვერ იტანს ციხის გარემოს