რატი ბრეგაძე: „როდესაც მას უნდოდა მაცივარი და ბარათზე თანხა აღარ ჰქონდა, ციხის ადმინისტრაციამ ეს მაცივარიც შეუტანა“
„100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. აბსოლუტურად ყველა მისი უფლება არის დაცული“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე – იყო გარკვეული აპელირება, რომ თითქოსდა მას არ ჰქონდა ლეიბი, რაც არის მტკნარი სიცრუე – შესახლებისთანავე ჰქონდა! ასევე, მოდი, გაიგოს საზოგადოებამ ისიც, რომ, როდესაც მას უნდოდა მაცივარი და აღარ ჰქონდა ბარათზე შესაბამისი თანხა, ციხის ადმინისტრაციამ ეს მაცივარიც შეუტანა. აბსოლუტურად ყველა მისი უფლება არის დაცული. 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეები, რადას წევრები – ეს კაცი წარმოადგენს ამ ქვეყნის მოქალაქეს და ჩვენ ხელი შევუწყვეთ კეთილი ნების საფუძველზე, მათ შორის, უკრაინის რადის წარმომადგენლებს, რომ მოენახულებინათ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად უწყება ეხმარება ყველა პატიმარს. „როდესაც მოითხოვა მან მაცივარი, ეს თხოვნაც გავითვალისწინეთ, ისე, როგორც გავითვალისწინებდით სხვა პატიმრის შემთხვევაში. საქართველოში არ არსებობს პრივილეგიური პატიმარი, ყველა პატიმრის უფლება არის სათანადოდ დაცული. მაქსიმალური გაკეთდა 2012 წლიდან იმისთვის, რომ ერთ-ერთი სანიმუშო იყოს საქართველოს პენიტენციური სისტემა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...