ვლადიმირ ზელენსკი – უკრაინა თავის იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით იყენებს და არანაირ შეთანხმებას არ არღვევს

Read Time:36 Second

უკრაინა თავის იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით იყენებს და არანაირ შეთანხმებას არ არღვევს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 27 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონბასში თურქეთისგან შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების შესახებ საუბრისას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს იყენებენ მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და მხოლოდ მოწინააღმდეგის მიერ, დონბასში სიმშვიდის დარღვევის საპასუხოდ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა საპასუხო ქმედებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ახორციელებს და თუ უკრაინის არმია იგრძნობს, რომ მას თავისი მიწის დაცვა სჭირდება, მომავალშიც ამ პრინციპით იმოქმედებს.

უკრაინამ თურქეთისგან შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქთარი“ დონბასში 27 ოქტომბერს გამოიყენა, რომლის შედეგად მოწინააღმდეგის საარტილერიო დანადგარი გაანადგურა. ერთი დღით ადრე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული გაერთიანება „ვოსტოკის“ სარდლობამ განაცხადა, რომ სეპარატისტების მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო სუსის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო „ნაცმოძრაობის“ გეგმის გამოვლენაში და მორიგი პროვოკაციის პრევენციის საქმეში
Next post რატი ბრეგაძე: „როდესაც მას უნდოდა მაცივარი და ბარათზე თანხა აღარ ჰქონდა, ციხის ადმინისტრაციამ ეს მაცივარიც შეუტანა“