რატი ბრეგაძე: პასუხად უფრო მკვეთრი და მძიმე ტყუილი დაიწერა… ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

Read Time:42 Second

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში” და  რომ უცხოელ დიპლომატებთან დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე.

“გუშინ მაქსიმალურად კორექტული ფორმით დავწერე, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა .სიტყვა ტყუილი შეგნებულად არ გამოვიყენე, იმ იმედით რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მაინც მოერიდებოდათ და იზრუნებდნენ “ხარვეზის აღმოფხვრაზე”. სხვა მედიის მიერ კი პასუხად უფრო მკვეთრი და მძიმე ტყუილი დაიწერა. დეზინფორმაციის გავრცელება არ არის დასავლური სტანდარტი. ასეთი ქმედება ძალიან რბილად რომ ვთქვათ საგანგაშოდ უხერხულია დემოკრატიული მედიისთვის .საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე.” წერს მინისტრი ფეისბუკში და “სქრინს” აქვეყნებს.

შეგახსენებთ,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს არც სასჯელი გადაუვადა და არც სრულად გადაუვადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post MKD: ბანკმა რომ ვეღარ ნახა საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის, მიადგა ბოლო მიზეზს – უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო
Next post მამუკა მდინარაძე – დღეს ვერ შევძლებ დადასტურებას, რომ უმრავლესობა დათანხმდება სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურას, თუმცა ვაფიქსირებ მისდამი პატივისცემას