რატი ბრეგაძე: „მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო პრესის ფურცლების აჭრელების შედეგად საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნას სურათი, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული“

Read Time:46 Second

ადვოკატმა გაავრცელა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა შემდეგ თავად სააკაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო. რამდენიმე საათის შემდეგ ადვოკატი თავად მივიდა საავადმყოფოში და აცხადებდა, რომ ვერ წარმოიდგენდა თუ სააკაშვილი ასეთი ტიპის განცხადებას გააკეთებდა. ბოლოში ვნახეთ, რომ ის თავად ამბობდა, რომ მას არასდროს უსაუბრია ამის შესახებ, – განაცხადა იუსტიციის მინისტმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

„შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ. მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, საერთაშორისო პრესის ფურცლების აჭრელების შედეგად შეიქმნას სურათი, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა ყოფილიყო მოწამლული. თუმცა, თავად ვიხილეთ ის, როცა მან თავად განაცხადა, რომ ამის შესახებ მას საუბარი არასოდეს ჰქონია. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანმა უწყებამ იმ წამსვე მივმართეთ ექსპერტიზის ბიუროს და ვთხოვეთ, რომ ჩაეტარებინა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა, თუმცა შემდგომში მას მაინც ჩაუტარდა ეს ექსპერტიზა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ფარგლებში. თავიდან ბოლომდე ვხედავთ არათანმიმდევრულ სურათს. მთლიანი კამპანია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ ნაცნობი გზა. აქ არაფერია ახალი და უცხო, ამას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს“, – აცხადებს ბრეგაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: შეუძლებელია ქართული დემოკრატია, რომელიც ასე პროგრესირებს, საბოლოო ჯამში პოზიტიურად შეფასებული არ იყოს, მიუხედავად იმ დარტყმებისა, რასაც ამ მიმართულებით ახორციელებენ ჩვენი რადიკალი ოპონენტები
Next post თეა წულუკიანი – ჩვენ გვაქვს ტვირთი, რომ ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილურობა და მშვიდობა, ამ გზიდან არ გადავუხვევთ