თეა წულუკიანი – ჩვენ გვაქვს ტვირთი, რომ ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილურობა და მშვიდობა, ამ გზიდან არ გადავუხვევთ

Read Time:31 Second

სამწუხაროდ, ჩვენ ვართ მომსწრენი ოპოზიციის მხრიდან მუდმივ რეჟიმში ისეთი განცხადებების, ქმედებების, რომლებიც უბიძგებენ, ცდილობენ უბიძგონ ჩვენს ქვეყანას, გარკვეული ტიპის არეულობა იყოს, მათთვის ოცნებებში ომიც, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სწორედ არეულობაა ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის მთავარი მიზანი.

„არავითარი განცხადება, არავითარი ამგვარი დესტრუქციული ქცევა არ გვიკვირს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის რეჟიმში, ძალიან ყურადღებით და ფრთხილად, რადგან ვართ ხელისუფლება, გვაქვს ტვირთი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობით, ამ ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ. ამ გზიდან არ გადავუხვევთ. შესაბამისად, დანარჩენი ყველაფერი ჩვენი ყურადღების ფარგლებში იმდენად ხვდება, რამდენადაც შეიძლება იყოს რისკის შემცველი, სხვა მხრივ, ამას ალბათ ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „მთელი ამ კამპანიის მიზანი არის ის, რომ საერთაშორისო პრესის ფურცლების აჭრელების შედეგად საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნას სურათი, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული“
Next post ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს