რატი ბრეგაძე: მე-18 დაწესებულებაში თუ მოხდება მისი გადაყვანა, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული
კონსილიუმის არცერთ დასკვნაში არ ყოფილა საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია და, მით უმეტეს, სამოქალაქო კლინიკაში – ეს ტერმინი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მე-18 დაწესებულებაში თუ მოხდება მისი გადაყვანა, და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება მისი ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, მისი უსაფრთხოება იქნება დაცული. ამისთვის ყველა საჭირო ზომა არის გატარებული. ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოსდა იქ იგეგმებოდა ბუნტის მოწყობა და შემდგომში მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია – ამასთან დაკავშირებით სთხოვა მას იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, რომ მოსულიყო და მოეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა, მან ეს არ გააკეთა. ასევე, შემდგომში ვიხილეთ, რომ საუბარი იყო თითქოსდა გორის სამხედრო ჰოსპიტალზე და თითქოსდა ოსურ დაჯგუფებას უნდა გაეტაცებინა – ერთხელ და სამუდამოდ ამ ზღაპრებს უნდა შეეშვას ეს ხალხი. ყოველდღე ვრცელდება მსგავსი სახის ტყუილები. გავრცელდება ტყუილი – მუდამ ვპასუხობთ საზოგადოებას სიმართლით. ჩვენ მათ კი არ ვპასუხობთ, ჩვენ ძვირფას საზოგადოებას ვპასუხობთ, ეს ადამიანები დაიღალნენ… აქვე გეტყვით, როდესაც ვინმე ბედავს და წამებაზე საუბრობს; თვითონ პირიქით ხომ არ ახორციელებენ მორალურ ტერორს და იქით ხომ არ აიძულებენ პატიმარ სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ შეეწყვიტა?! როდესაც ღია ეთერებში მოუწოდებენ, რომ არ გაბედოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, განადგურებული იქნება… დაასრულონ ერთხელ და სამუდამოდ ამ პატიმრის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ისინი თავად ძალადობენ პატიმარ სააკაშვილზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის აღიარებითი ჩვენება და 1200 ლარი დავალების შესრულებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. მიმდინარე წლის 25...
აქციაზე, სავარაუდოდ, ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პარლამენტის (მე-8 მოწვევის) ყოფილი წევრი ალექსი( ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში...
„საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი…“ – შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე...
ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. რის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი,...