რატი ბრეგაძე – კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, საავადმყოფოებშიც შევა და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას

Read Time:40 Second

ერთ კვირაში, კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას მათი ოჯახის წევრები გამარტივებულად, კლინიკაშივე შეძლებენ -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს ვანში ისაუბრა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი წარადგინა.
რატი ბრეგაძის განმარტებით, კოვიდ ინფიცირებულ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას  შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.
„იმ პატიმრებს, რომლებიც დღეს  იმყოფებიან კერძო კლინიკებში, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ეკონტაქტონ საკუთარ ოჯახებს და ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში მიეცემათ ამის საშუალება კერძო კლინიკებიდანაც კი.  კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრუნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან,   საავადმყოფოებშიც შევა და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას.  ეს არის ნათელი სხვაობა იმ დამოკიდებულებას შორის, როდესაც მაგალითად, პატიმრებს  აყურებინებდნენ მიცვალებულს და აბამდნენ გარდაცვლილი პატიმრების გვერდით. დღეს კი,   საავადმყოფოში მყოფ პატიმარს ეძლევა იმის საშუალება, რომ დაუკავშირდეს საკუთარი ოჯახის წევრებს“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს
Next post დავით ბახტაძე – ცენტრალურ ხელისუფლების თანადგომით და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით სამტრედიას ერთ-ერთ გამორჩეულ მუნიციპალიტეტად ვაქცევთ