რატი ბრეგაძე: „თუკი ადამიანი არის მოწამლული და მისი დაცვის მხარე ამას ამტკიცებს, სრულიად გაუგებარია და, პირდაპირ ვიტყვი, ალოგიკურია, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინააღმდეგობას ნიმუშების ჩაბარებაზე

Read Time:29 Second

იუსტიციის მინისტრმა კომენტარი გააკეთა სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით. რატი ბრეგაძის თქმით, ამ ინფორმაციის გახმიანებისთანავე სახელმწიფომ იმოქმედა მყისიერად და შესთავაზა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა, მსჯავრდებულმა ამაზე უარი თავად განაცხადა.

„ჩვენ ვიმოქმედეთ მყისიერად. მე პირადად შევთავაზე, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მათ განაცხადეს უარი. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ და ამ ფარგლებშიც მას უნდა ჩატარებოდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა, ამაზე მან თავად განაცხადა უარი; ნიმუშებს არ აბარებს და, ამ შემთხვევაში, თუკი ადამიანი არის მოწამლული და მისი დაცვის მხარე ამას ამტკიცებს, სრულიად გაუგებარია და, პირდაპირ ვიტყვი, ალოგიკურია, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინააღმდეგობას ნიმუშების ჩაბარებაზე, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ჩვენთვის წამება არის წითელი ხაზი. არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა დააბრალოს“
Next post რატი ბრეგაძე: „ჩვენ მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“