რატი ბრეგაძე: „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონსტიტუციური ვალდებულების ჩანაწერი გაჩნდა 2017 წელს. შესაბამისად, კითხვა – არის თუ არა „ქართული ოცნება“ ევროპული ძალა, არამიზანშეწონილია“

Read Time:36 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა, რომ ჩანაწერი ევროინტეგრაციის ვალდებულების შესახებ  საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა 2017 წელს, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს.

„პირველი კონსტიტუცია, სადაც გაჩნდა ჩანაწერი და შემდეგში ეს მიიღო პარლამენტმა. ჩანაწერის თანახმადაც, ყველა კონსტიტუციური ორგანო არის ვალდებული, მიიღოს ყველა შესაბამისი ღონისძიება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. გაჩნდა კონსტიტუციური ვალდებულება და როდის გაჩნდა? – გაჩნდა 2017 წელს, როდესაც ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდა. შესაბამისად, რაიმე სახის კითხვა იმის შესახებ – არის თუ არა „ქართული ოცნება“ ევროპული ძალა და ევროპაზე ორიენტირებული, ვფიქრობ, არამიზანშეწონილია. თუნდაც, ეს ერთი კონსტიტუციური ჩანაწერი პასუხობს ყველა კითხვას. ასევე, როდის გაფორმდა ასოცირების შეთანხმება? პასუხი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს; ვის დროს მიენიჭა საქართველოს ევროპული პერპექტივა?  ვფიქრობ, მხოლოდ თარიღები პასუხობს ყველა იმ კითხვას, რომლებიც იყო დასმული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრი: „რადიკალურმა ოპოზიციამ დღეს წააგო ანგარიშით 100:0
Next post მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“: რა ომის დანაშაულები აღიარეთ, რაზე მოაწერეთ ხელი და რა ჰქვია ამას თუ არა საკუთარი ქვეყნისა და სამხედრო ძალების ღალატი