იუსტიციის მინისტრი: „რადიკალურმა ოპოზიციამ დღეს წააგო ანგარიშით 100:0

Read Time:43 Second

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დარბაზის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციას შეეძლო, მიეღო პასუხები ყველა კითხვაზე, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია.

„სპორტში არსებობს ასეთი წესი: მაგალითად, ფეხბურთში, როდესაც გუნდი არ ცხადდება გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3:0. პოლიტიკაში, რადიკალურმა ოპოზიციამ დღეს წააგო 100:0 და სირცხვილი მათ, თუნდაც, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე“.

რატი ბრეგაძემ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა:

„ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს კონსტიტუციას და ფუძემდებლურ დებულებებს, მათ შორის –უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც ადამიანებს უწოდებენ მკვლელს, როცა მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია“.

რატი ბრეგაძე დეპუტატ ანა წითლიძის რეპლიკასაც გამოეხმაურა და უფლებადამცველებს რეაგირებისაკენ მოუწოდა:

„ბავშვების საკითხს რაც შეეხება, მე თავს უფლებას არ მივცემ, მათი ამორალური სიტყვები გავიმეორო. ერთს ვიტყვი მხოლოდ – ეს განაცხადი აჩვენებს მათ დაუნდობელ დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. აქვე მინდა, ვთხოვო სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის ორგანიზაციას, გამოეხმაურონ ამ მავნებლურ განცხადებებს შესაბამისი ფორმით“, – განაცხადა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბრეგაძე წითლიძეს: რა, ძაან შემაშინე! ვკანკალებ! უზრდელი ხარ, ქალბატონო, მაგრამ ხმას არ გაგცემ, როგორ გიპასუხო, ქალი ხარ…
Next post რატი ბრეგაძე: „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონსტიტუციური ვალდებულების ჩანაწერი გაჩნდა 2017 წელს. შესაბამისად, კითხვა – არის თუ არა „ქართული ოცნება“ ევროპული ძალა, არამიზანშეწონილია“