0 0
Read Time:31 Second

„ოპოზიციის განცხადებები გაქცეული მსჯავრდებულებისადმი ჩაბარებისკენ მოწოდებაზე კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მანიაკალურ სახეს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს  ჰუმანური მეთოდებით – მოუწოდებს ძებნაში მყოფ პირს, დაემორჩილოს სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას.

„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომელმაც ეს არ მოიწონა და უფრო სხვა მეთოდებს ემხრობიან, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას თავიანთი მანიაკალური სახე და ის სახე, რასაც წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ არ ენანება ტყვია დამნაშავეებისთვის, რომელიც ვერტმფრენიდან ხოცავდა მთელ ოჯახებს, როდესაც მიდიოდა ძებნის ღონისძიება, როდესაც მინისტრები ითხოვდნენ ორ გვამს… პირდაპირ გეტყვით – დღეს რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“, სამი პატიმრის ნაცვლად, ჩვენ გვეყოლებოდა სამი გვამი“, – დასძინა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები