რატი ბრეგაძემ თურქეთის იუსტიციის მინისტრს უმასპინძლა

Read Time:40 Second

ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სახელმწიფო სერვისების შემდგომი განვითარება – რატი ბრეგაძემ თურქეთის იუსტიციის მინისტრს სამინისტროს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება გააცნო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქ კოლეგას იუსტიციის სამინისტროში უმასპინძლა. აბდულჰამიტ გიული  საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მჭიდრო კავშირი მრავალ სფეროში წარმატებული პარტნიორობის საფუძველია

თურქეთის იუსტიციის მინისტრი აბდულჰამიტ გიული  სამინისტროს    10-წლიანი განვითარების  გეგმითაც დაინტერესდა და უწყების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი 2021-2024 წლებისთვის სამინისტროებს შორის პარტნიორობის  ერთობლივ პროგრამას განსაზღვრავს.

მოგვიანებით, რატი ბრეგაძემ და აბდულჰამიტ გიულმა თბილისის იუსტიციის სახლში გადაინაცვლეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სახლის საქმიანობას გაეცნო და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

აბდულჰამიტ გიულმა რატი ბრეგაძეს ინფორმაციის გაცვლისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო პარტნიორობისთვის მზაობა გამოთქვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: „დელტა ტექსტილი“ წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება
Next post ევროკავშირი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 100 მილიონი ევროთი ზრდის