რას ამბობენ მეზობლები 13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე-ბებია და მამა სისტემატურად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, სახლიდან ხმაური ისმოდა

Read Time:41 Second

13 წლის გოგოს, რომელიც მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, თბილისში, ექსპერტიზა უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა მომხდარის შესახებ მეგობარს უამბო, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა.

გოგონა დედამ წლების წინ მიატოვა, იგი ბებიასთან ცხოვრობდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა.

„აღნიშნული მოზარდის კლასის ხელმძღვანელმა გვთხოვა, რომ აკადემიური უნარების გაუმჯობესების მიზნით ის ჩვენს ორგანიზაციაში მიგვეღო. პანდემიის პერიოდში ჩვენთან იმყოფებოდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა.

რვა თვეა გოგონას ჩვენი სერვისი შეწყვეტილი აქვს, მზრუნველობას ბებია უწევდა, იგი მამის დედასთან ცხოვრობდა. მამა ამ ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა.

მეზობლების ინფორმაციით, ბებია და მამა სისტემატურად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახლიდან ხმაური ისმოდა. გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო და შემდეგ შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

რაც შეეხება დედას, მას სხვა ოჯახი ჰყავს და ბავშვს მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან, ასე ვიცით, სტუმრად მიდიოდა. ბავშვს ამ დროისათვის თბილისში ექსპერტიზა უტარდება“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი თაკო აბაშიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
50 %
Angry
Angry
50 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან სალუქვაძე: MAP-ის მინიჭება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ზრდის, უმჯობესია, რომ იმავე წესით, დაჩქარებული ტემპებით მიიღონ საქართველო NATO-ში, როგორც მიიღეს შვედეთი და ფინეთი
Next post თინა ჩხვიმიანი უშგულში ტრაგიკულად გარდაცვლილ გიორგი რატიანზე-ვიცი, უფალთან ხარ შვილო, მამა ანდრია გაგიწევს მეგზურობას