ხუთშაბათი, ნოემბერი 12, 2026

რამდენიმე უცხოური მედიასაშუალება CS Victims-ის სტატიას აქვეყნებს – ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს

რამდენიმე უცხოური მედიასაშუალება აქვეყნებს CS Victims-ის სტატიას სახელწოდებით „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს“.

სტატიები გამოქვეყნებულია, მათ შორის, „ესოშიეთიდ პრესის“, „ენბისი12“-ის, „ვაშინგტონ დეილი ნიუსის“ მიერ.

CS Victims-ის სტატიაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც შვიდ წელზე მეტია, ჩართულია „კრედიტ სუისისა“ და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც, სადაც  ჩადენილ იქნა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი კლიენტებთან ურთიერთობების მსჯავრდებული მენეჯერის მიერ.

სტატიის თანახმად, ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში თავს არიდებდნენ საქმის შესახებ კომენტარის გაკეთებას იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკების ინიციატორი „კრედიტ სუისი“ იყო, თუმცა ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ივანიშვილის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც საუბარია შემდეგზე: „მათ, ვინც თვალყურს ადევნებდა მოცემულ შემთხვევას, ახსოვთ, რომ „კრედიტ სუისთან“ გახანგრძლივებული დავა მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ. რამდენიმე კვირაში ბატონ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც თანხებზე წვდომასთან, ასევე ხელოვნების ნიმუშებისა და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა იურიდიული გზით, დიდი ძალისხმევის გამოყენებით, მთავარი პრობლემა, როგორიცაა თანხებზე წვდომა, კვლავაც ძალაში რჩება და ამას განვიხილავთ, როგორც არაფორმალურ სანქციებს. ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდსა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, არმედ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადაურჩა „კრედიტ სუისის“ არასწორ მენეჯმენტსა და თაღლითობას. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით ხუთი პროცენტი, ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე, დარჩა „კრედიტ სუისში“ მიმდინარე დავების ეფექტურობის  უზრუნველყოფისთვის. აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართება ორი ტრასტის, ფინანსური სტრუქტურის მეშვეობით, რომლებსაც რეკომენდაცია ბატონი ივანიშვილისთვის „კრედიტ სუისმა“ გაუწია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი გერნსის კუნძულების იურისდიქციაში იმყოფება (ექვემდებარება ბრიტანეთს) და ეს უკანასკნელი მართავს დარჩენილ თანხებს „კრედიტ სუისში“. გასათვალისწინებელია ნიუანსი, რომ ბანკის თანხმობის გარეშე,  ტრასტის დახურვას სჭირდება რთული იურიდიული პროცედურა და მიუხედავად იმისა, რომ აქტივების უმეტესი ნაწილი გადაეცა სხვა ბანკს, ტრასტს მაინც მართავენ „კრედიტ სუისის“ მიერ დანიშნული რწმუნებულები და თანხის გადახდა ბენეფიციარების სურვილის შესაბამისად მიმდინარეობდა. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან ბენეფიციარებს შეექმნათ სერიოზული დაბრკოლებები, მათ შორის გადახდების შეფერხება და თანხებზე წვდომის სრული დაბლოკვა. ბატონი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ქმედებები წარმოადგენს არაფორმალურ სანქციებს“.

ამასთან, სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურსა და ბერმუდში სასამართლოები გრძელდება, დავა ორივე იურისდიქციაში გახანგრძლივებული ხასიათისაა: სარჩელი ბერმუდის კუნძულებზე 2016 წელს იქნა წარდგენილი, ხოლო იურისდიქციის საბოლოო განსაზღვრა სინგაპურში 2020 წლის მარტში დადასტურდა. ამგვარად, წარდგენის საბოლოო ეტაპი, სადაც მხარეები განიხილავდნენ ახალ ფაქტებს, მტკიცებულებებსა და პრეტენზიებს, წარდგენილი იყო 2021 წლის ნოემბერში. შესაბამისად, ბატონ ივანიშვილს აცნობეს, რომ თანხებზე წვდომის საკითხი მიმდინარე დავების ფარგლებში სასამართლოს აღარ წარედგინება. მიუხედავად ამისა, სინგაპურის სასამართლო სხდომაზე 2022 წლის სექტემბერში ბატონი ივანიშვილი გამოცხადდა მოწმის სახით და განაცხადა, რომ „კრედიტ სუისი“ არა მხოლოდ აიძულებდა მას წლების განმავლობაში წარედგინა მოთხოვნები სხვადასხვა იურისდიქციაში თანხების თაღლითობასა და არასწორი მენეჯმენტის შესახებ, არამედ „კრედიტ სუისმა“ არ შეიტანა გადასახადი ჟენევის სასამართლოს ბრძანების დარღვევის გამო, რომელიც ეხებოდა კლიენტებთან ურთიერთობების მენეჯერის სისხლის სამართლის 2018 წლის საქმეს. უფრო მეტიც, „კრედიტ სუისმა“ შეზღუდა წვდომა დარჩენილ თანხებზე, რომლებიც ბანკიდან იყო გამოტანილი და რომელიც რჩება „კრედიტ სუისის“ მიერ დანიშნული რწმუნებულების მენეჯმენტის ქვეშ.

„აქედან გამომდინარე, სასამართლომ „კრედიტ სუისს“ დაუსვა კითხვა, რატომ არ გადაეგზავნა კლიენტს არასადავო თანხები. ამ გასაუბრების შემდეგ „კრედიტ სუისმა“ წამოიწყო მოლაპარაკებები ბატონ ივანიშვილთან და ამ პროცესის განმავლობაში მათ უკან დაუბრუნეს შვეიცარიის სასამართლოს მიერ სამი წლის წინ დაკისრებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი. 2022 წლის დეკემბერში ბატონ ივანიშვილს გადაუხადეს დარიცხული პროცენტი ზემოთ აღნიშნული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო და ბანკმა ასევე გადაიხადა ის თანხა, რასაც „კრედიტ სუისის“ სინგაპურის ტრასტი არ ედავებოდა. მას შემდეგ ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს გადახდები იყო „კრედიტ სუისის“ მხრიდან ილუზიური მცდელობა, ემოქმედა კეთილსინდისიერად სასამართლოს წინაშე დადებითი იმიჯის შესაქმნელად და მიიჩნევს, რომ ყველა ილუზია დასრულდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ: „2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე, „კრედიტ სუისმა“ განახორციელა კლიენტისთვის ბოლო გადარიცხვები და ახლა აცხადებს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუშალა Guernsey-ის ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადარიცხული იყო „კრედიტ სუისიდან“ და ბანკი და მისი დანიშნული რწმუნებულები არ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებული ბენეფიციარების ინსტრუქციების არშესრულებით. შედეგად, ბატონი ივანიშვილი აღიქვამს ამ ხელისშემშლელ ქმედებას, როგორც „პოლიტიკურ ზეწოლას“, ისევე, როგორც ეს იყო მარტში, როდესაც „კრედიტ სუისმა“ განაცხადა, რომ თანხების გაცემის შეფერხება გამოწვეული იყო „აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაციით“. ბატონი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ „კრედიტ სუისს“ აქვს გამოცდილება, გამოიყენოს ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტები Guernsey Trust-ისგან თანხების გაცემის შეფერხების გასამართლებლად. პირველი მათგანის შემდეგ, 2022 წლის 9 ივნისს „კრედიტ სუისმა“ განაცხადა, რომ ტრასტს არ შეეძლო თანხის გაცემა, თუმცა ევროპული საბჭოს ივლისის სხდომაზე რეზოლუცია არ იყო მიღებული და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი იმისა, თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, გერნსის სასამართლოში შეტანილ იქნა განცხადება ტრასტის აქტივების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ერთდღიანი მოსმენა არაერთხელ გადაიდო და მიუხედავად იმისა, რომ მოსმენა დაგეგმილია მარტისთვის, ბატონ ივანიშვილს მიაჩნია, რომ თარიღი კვლავ გადაიდება. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების დროს ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებმა შესთავაზეს გერნსის ტრასტის მიერ გაყინული თანხის საკითხის მოგვარება მოკლე დროში სასამართლოს ჩარევის გარეშე, მაგრამ ეს შეთავაზება არ იქნა მიღებული“.

სტატიის მიხედვით, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ტრასტების მენეჯმენტის არათანმიმდევრულობა.

„როგორც მტკიცდება, ერთ-ერთი ტრასტი არ ახორციელებს დისტრიბუციას და აიძულებს ბენეფიციარებს, მოითხოვონ გადახდის მიღება სამართლებრივი გზით, ამავე დროს რწმუნებულები მიუთითებენ ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციაზე, ხოლო მეორე ტრასტს შეუძლია თანხების გაცემა ბენეფიციარებისთვის საჭიროებისამებრ, დეკემბრის რეზოლუციის მიუხედავად და ეს აშკარად არ წარმოადგენდა პრობლემას „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტისთვის. ეს ამტკიცებს, თუ რა არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და „კრედიტ სუისმა“ იცის ეს „ფასი“. ბანკის მხრიდან მართებული იქნებოდა, პირველ შემთხვევაში ისევე მოქცეულიყო, როგორც მეორე შემთხვევაში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ სინგაპურის სასამართლოზე უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით შეიძლებოდა ორივე დადგენილების იგნორირება. ბატონი ივანიშვილის მტკიცებით, ეს ადასტურებს, რომ „კრედიტ სუსის“ პოლიტიკური ზეწოლის კამპანია გრძელდება და აქედან გამომდინარე, ბატონი ივანიშვილი და მისი მრჩევლები ახლა განიხილავენ კამპანიის წარმართვის შესაძლობლობას სიტუაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების მიზნით და ასევე განიხილავენ მტკიცებულებების გამოაქვეყნებას იმის შესახებ, როგორ დააზარალა, მისი აზრით, ბანკის რეპუტაცია და თავად შვეიცარიის იმიჯი „კრედიტ სუისის“ ხელმძღვანელობამ“, – აღნიშნულია CS Victims-ის სტატიაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია თოფურია – არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია –...

არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყვნენ. ამის შესახებ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.თოფურია მათ ლაჩრების ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ სირცხვილია."არსებული ინფორმაციით, უსმანი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო.და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია. სრული ლაჩრების ჯგუფი.ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის პიროვნებების ჯგუფი იყავით. ახლა ყველანაირი ეჭვი გაფანტეთ.ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა სიტყვები არაა, რომლებსაც ქადაგებ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. და თქვენ არც ერთი მათგანი არ გამოაჩინეთ”, - წერს თოფურია.შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. შესაბამისი ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.

თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა

თბილისში, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.რაც შეეხება უშუალოდ მომხდარის მიზეზებს, უწყების ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„არაკაცური, არასპორტული საქციელი. მერაბ, შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის!“- ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება:„არაკაცური, არასპორტული საქციელი. მერაბ შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის!“ - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცნობისთვის, დღეს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს ზურგიდან მიპარვით თავს დაესხა.

1000 ლარი მერიისგან – ვინ და რა შემთხვევაში მიიღებს სტიპენდიას

დედაქალაქში მოქმედმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, დღეიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის მერიას უნდა წარუდგინონ 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტების მონაცემები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, თითოეული წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიისგან 1 000 ლარის ოდენობის ფინანსურ წახალისებას მიიღებს.„განვაგრძობთ თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტების წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება ყველაზე მყარი საფუძველია, რომელზეც დგას ახალგაზრდების წარმატებაც და დედაქალაქის განვითარებაც. განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული თაობა არის ის ძალა, რაც ჩვენს დედაქალაქს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და მიმზიდველ ქალაქად აქცევს.„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, ყოველ სემესტრში, მაგისტრანტებისთვის თბილისის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდიის ოდენობა 562 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზარდა.იმედია, სტიპენდიის გაზრდილი ოდენობა სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს, მათ შრომასა და მიღწევებს სათანადოდ დააფასებს და პროგრამით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – ამჟამად ევროკაშირთან ჩვენი ურთიერთობების სტატუსი არ არის საკმარისად პოზიტიური, ძალიან დაინტერესებული ვართ, ეს შევცვალოთ, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანია ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა

ჩვენ მზად ვართ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.მისი თქმით, ამჟამად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სტატუსი არ არის საკმარისად პოზიტიური, საქართველო ძალიან დაინტერესებულია, ეს შეცვალოს.„ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის მართლაც არსებითია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს თავისი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ ნეგატიურ ტენდენციებსაც, მაგალითად, ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება მიგრაციას და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობასთან დაკავშირებულ უარყოფით ტენდენციებს. ჩვენთვის ეს მოვლენები შეშფოთებას იწვევს, ასე რომ, პირველი მიზეზი, რის გამოც მივიჩნევთ, რომ საქართველო ევროპული ერია, არის ღირებულებები, ტრადიციები და საქართველოს ევროპული კულტურა.მეორე საკითხი, რომელზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, არის საქართველოს სტრატეგიული როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კუთხით. ამ მხრივაც ვხედავთ ევროპისთვის ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც უარყოფითად აისახება ევროპის ეკონომიკაზე. ვხედავთ, რომ ევროპამ დაკარგა კონკრეტული მარშრუტები აღმოსავლეთისკენ, ხოლო ევროპის კავშირი აზიასთან ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.ამ ვითარებაში, საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთისკენ მიმავალ ერთადერთ გზად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მყარი კავშირების შენარჩუნება. საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და, შესაბამისად, მსოფლიოს დასავლურ ნაწილთან, ანუ ევროპასთან.ჩვენ მზად ვართ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. ევროკომისიამ უარი თქვა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე, მოგვიანებით კი, 2024 წლის ივნისში, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებაზე. ამჟამად, ჩვენი ურთიერთობების სტატუსი არ არის საკმარისად პოზიტიური და ჩვენ ძალიან დაინტერესებულნი ვართ, ეს შევცვალოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ორივე მხარეს თუ ექნება სურვილი, ევროკავშირში იხილოს ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული აზროვნებისა და ეკონომიკურად მყარი საქართველო, მჯერა, შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები