რამაზ დავლაძე: არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამხელა ტკივილით ადამიანმა იცხოვროს თავს ძალას ვატან. სიმართლე გითხრათ, არც დღე მიხარია, არც ღამე, აღარც მზიანი ამინდი

Read Time:34 Second

თავს ძალას ვატან. სიმართლე გითხრათ, არც დღე მიხარია, არც ღამე, აღარც მზიანი ამინდი, – ამის შესახებ რამაზ დავლაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მან მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.

„არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ამხელა ტკივილით ადამიანმა იცხოვროს. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები ჩემი ერთადერთი ბიჭისთვის დავძლიო ეს სირთულეები, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ძალიან მიჭირს და მიმძიმს ყველაფერი. გავიღვიძებ ვტირი, დავიძინებ ვტირი. ესაა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება“, – ამბობს დავლაძე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვი. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული “ნიჭიერის” ფინალშია-ოქროს ღილაკით გადავედი
Next post გია შომახია: ამ ტრაგედიის შემდეგ ბათუმში ცხოვრება მიჭირს, ნიკუშამ მამა, მაგათი სულები აქ არიან და მე ვერ დავტოვებ ამ ქალაქსო