ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს დეპუტატებზე: მეტი აღარ იქნება შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში

Read Time:28 Second

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციებს ეხმაურება.

„მეტი აღარ იქნება შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში“, – დაწერა ჟოზეფ ბორელმა Twitter-ზე.

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ​ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ სიაში არ არის.

შავ სიაში მოხდა 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირის ფინანსური ბაზრისკენ რუსეთის წვდომის შეზღუდვის შესახებ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩარკვიანი: ციხეში რომ რაიმე დაემართოს მესამე პრეზიდენტს…სახლებიდან გამოგათრევთ ხალხი
Next post ნიკოლოზ სამხარაძე „ამერიკის ხმის“ მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე: სრული სირცხვილი