ჟიტომირის რაიონში საჰაერო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

Read Time:25 Second

7 მარტს, დაახლოებით 20:20 საათზე, ჟიტომირის რაიონში, ჩერნიახოვში, რუსმა დამპყრობლებმა ნავთობის საცავი ააფეთქეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი ხანძარი იქ საჰაერო თავდასხმის შემდეგ გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. ცნობილია, რომ ევაკუირებულია მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლები.

„7 მარტს, დაახლოებით 20:20 საათზე, ორი საჰაერო დარტყმა ქალაქ ჟიტომირსა და ქალაქ ჩერნიახოვში ნავთობის საწყობებს მოხვდა. ჟიტომირში 10 კუბური მეტრი ტევადობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაცია მსხვერპლსა და დაშავებულებზე არ არის ცნობილი“, – განაცხადეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ​ნიკოლოზ სამხარაძე -ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს წერილით მიმართავს
Next post დავით ზალკალიანი: თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცედურა უკვე ოფიციალურად ამოქმედებულია