დავით ზალკალიანი: თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცედურა უკვე ოფიციალურად ამოქმედებულია

Read Time:24 Second

დღეს ძალიან კარგი და სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ ბრიუსელიდან, სადაც ევროკავშირის საბჭომ განიხილა ასოცირებული ქვეყნების; უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადები ევროკავშირის წევრობაზე. ამ განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამივე ქვეყნის განაცხადები გადაიგზავნება ევროკომისიაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მზადების პირველი და ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ჩვენ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცედურა უკვე ოფიციალურად ამოქმედებული არის და ეს დაიწყო. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მისასალმებელი და ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჟიტომირის რაიონში საჰაერო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა
Next post მიხეილ პოდოლიაკი- მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე: ჰუმანიტარული დერეფნების ლოგისტიკის გაუმჯობესების კუთხით მცირე პოზიტიური ძვრებია