პროკურატურამ ძარცვის ორ ეპიზოდზე დაკავებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს მიმართა

Read Time:46 Second

საქართველოს პროკურატურამ, ძარცვის ორ ეპიზოდზე დაკავებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს დაუდგინდა შეურაცხადობა, რის გამოც იგი საჭიროებს ფსიქიატრიულ მკურნალობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა სავაჭრო ჯიხურის მინა შეამსხვრია და აშკარად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ალკოჰოლურ სასმელებს, რის შემდგომაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ბრალდებულმა მიცკევიჩის ქუჩის მიმდებარედ, მოქალაქეს ჯიბიდან მობილური ტელეფონი გასტაცა და ასევე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

დაკავებულს ბრალდება ძარცვის ორ ეპიზოდზე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულს დაუყოვნებლივ დაენიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს დაუდგინდა შეურაცხადობა, რის გამოც იგი საჭიროებს ფსიქიატრიულ მკურნალობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნის შუამდგომლობით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიტკოინის კურსის ვარდნა გრძელდება
Next post ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ