პარასკევი, მაისი 8, 2026

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 07 იანვარს, გარდაბნის რაიონში ე.ბ, დედასთან – ც.ა.-სთან და ბიცოლასთან -ბ.ბ-სთან ერთად შეიჭრნენ ს.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში, 15 წლის ს.ბ. ძალით გამოიყვანეს სახლიდან, ჩასვეს ავტომანქანაში და გ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც ა.ბ.-მ დაზარალებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ოთახში გამოკეტა და არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.

ხოლო მას შემდეგ, რაც გამტაცებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ს.ბ.-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიება, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მათ დაზარალებული არასრულწლოვანი სახლში დააბრუნეს.

სამართალდამცველებმა ე.ბ., ც.ა., ბ.ბ. და ა.ბ. 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – იმედი გვქვს, ხმელთაშუა ზღვის შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაზე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება, რეგიონულ თანამშრომლობას დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა

ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმართვის პროცედურას და იმედი გვაქვს, დადებითი შედეგი გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ფორმატები, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც თავდაპირველად ჰქონდათ, რეგიონულ თანამშრომლობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.„ასამბლეა წელიწადში ერთხელ იმართება, ასე რომ, იმედი გვაქვს, შემდეგ ასამბლეაზე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება. მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ყველა აქ, ამ ასამბლეაზეც აღიარებს ერთ რამეს, რომ გლობალური ფორმატები, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც თავდაპირველად ჰქონდათ, ამიტომ რეგიონულ თანამშრომლობას დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბევრი ფაქტორის გამო, რადგან გამოწვევები არის მსგავსი. რეგიონულ პლატფორმებზე მოთანამშრომლე ქვეყნებმა იციან ეს გამოწვევები, იცნობენ ერთმანეთს და აქვთ მეტი შესაძლებლობა, რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ჰქონდეთ. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ ამ ასამბლეაში მონაწილეობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მონტენეგროში გამართულ შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ.„დღეს პარლამენტის დელეგაცია ვასრულებთ მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გვესაუბრა ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს, როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ქვეყნებს შორის. შევთანხმდით, რომ გვექნება თანამშრომლობა, ვიზიტების გაცვლა. ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, იმ სირთულეებზე, რაც ახლავს ამ გზას. ვისაუბრეთ, რას აკეთებს საქართველო იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც, სამწუხაროდ, ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა, ის, რომ ჩვენ მივყვებით ჩვენ დასახულ გეგმას. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, დღეს გვექნება ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადაც ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, ასევე ვისაუბრებთ ევროპული ინტეგრაციის გზის სირთულეებსა და გამოწვევებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი ვაშაძე – ამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში არიან ყველა საკითხზე, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ...

ამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში არიან ყველა საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში, ვერავინ შეძლებს ამ შეხვედრების ისე გაყიდვას, თითქოს რაღაცის ნორმალიზება შეიძლება, მოხდეს, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, სონატა კოლტერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების გასაღები არის საქართველოში და არა ვაშინგტონში და ბრიუსელში.„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის, მათ შორის, „ოპოზიციის ალიანსის“ ამოცანაა, საქართველო დავაბრუნოთ ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, დასავლეთთან, შეწყვეტილი ურთიერთობები აღვადგინოთ, მაგრამძალიან მკაფიოდ და ცალსახად ვხედავთ, რომ ამ რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი. ვფიქრობ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ ამას, მაგრამ აქვე უნდა გვესმოდეს, ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. ეს იყო ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილი ამ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, საქმის კურსში არიან ყველა საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში, ვერავინ შეძლებს ამ შეხვედრების ისე გაყიდვას, თითქოს რაღაცის, იმ პროცესების, რაც საქართველოში ხდება, ნორმალიზება შეიძლება, მოხდეს. ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმ მძიმე სიტუაციას, რაც არის დემოკრატიის კუთხით, კანონის უზენაესობის კუთხით. ვამბობ, რომ გასაღები ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარების არის საქართველოში, ვხედავ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, თითქოს გასაღები არის ვაშინგტონში და ბრიუსელში, არა, მე მათ კიდევ ერთხელ ვეუბნები, გასაღები არის საქართველოში, ვიდრე რეჟიმის საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობს, ამ უსამართლობას თესავს აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერში, შეუძლებელია, ნორმალიზდეს სიტუაცია ზოგადად ქვეყანაში“, – აღნიშნა ვაშაძემ.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ლელო – ძლიერი საქართველოს“, „გახარია-საქართველოსთვის“ და „ოპოზიციური ალიანსის“ ლიდერები. შეხვედრას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

ჯონ ბარკერი – ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში, ღვინის აკვნის ქვეყანაში ჩამოსვლა, ღვინის ეროვნული დღის აღნიშვნა კარგი მაგალითია, რომ ამ ინიციატივას მსოფლიომაც მიბაძოს

დიდი პატივია, რომ ჩამოვედი საქართველოში, ღვინის აკვნის ქვეყანაში და ვხსნით ამ საერთაშორისო დღეს. ეს არის განსაკუთრებული ინიციატივა, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიასა და იდენტობას მსოფლიო ცივილიზაციასთან აკავშირებს, – ამის შესახებ ვაზისა და ღვინის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ჯონ ბარკერმა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში უკვე 8 ათას წელზე მეტია, ეს განსაკუთრებული სასმელი იწარმოება.„ღვინო უნიკალური სოციალური კავშირების დამამყარებელია – სოფელსა და ქალაქს, ეროვნულ და საერთაშორისო ფასეულობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ის საზოგადოების ყველა წრეს ეხება, როგორც მიკრობიოლოგებსა და ღვინის ტექნოლოგებს, ასევე მარკეტოლოგებს. ღვინო უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის, პროზისა და პოეზიის საფუძველია. ქვევრის ღვინის წარმოების მეთოდი, როგორც მოგეხსენებათ, იუნესკო-ს უკვდავი მემკვიდრეობის საფუძველია და ჩვენ დღეს სწორედ ამას აღვნიშნავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგში, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა – გლობალური დათბობის, ეკონომიკური წნეხის, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სხვა ფაქტორებისა, ხაზს ვუსვამთ ამ განსაკუთრებულ ღვინოს, ჩვენს მიღწევას, რომელიც საზოგადოებას მოჰყვება ვაჭრობის პირველივე შემთხვევიდან და რომელიც ათასობით წლის წინ მოხდა.ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას ჟურნალისტებთან, სომელიეებთან, ღვინის მწარმოებლებთან, მეცნიერებთან, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებასა და ფასეულ ინფორმაციას ამ ღონისძიებაზე. ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ, მნიშვნელოვანი პოლიტიკის განმსაზღვრელია. წლების წინ ჩვენ შევქმენით თანამშრომლობის მექანიზმის საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, 51 ქვეყნის მეცნიერები და მწარმოებლები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს, რათა ეს დარგი განვითარდეს. საქართველო ჩვენი ორგანიზაციის ფასეული წევრია უკვე მრავალი წელია. 1962 წელს ღვინის კონგრესი საქართველოში ჩატარდა. 2010 წელს მქონდა პატივი, პირველად ჩამოვსულიყავი საქართველოში და განსაკუთრებული ურთიერთობა დამემყარებინა ამ მართლაც ბრწყინვალე ქვეყანასა და ხალხთან.დღეს მე სიამაყით ვადასტურებ, რომ დავით სონღულაშვილის ინიციატივით, მსოფლიოს ღვინისა და ვაზის კონგრესი მომდევნო წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართება. ჩვენ ამ ინიციატივას დიდი სიამოვნებით ვუჭერთ მხარს. გასულ კვირას ამ საკითხზე უკვე გაიმართა საუბარი და მინისტრს შეუძლია, მოსაწვევები მთელ მსოფლიოში გააგზავნოს. ყველა ქვეყნიდან მწარმოებლები ჩამოვლენ საქართველოში, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა მოხდება. ყველას ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საქართველო, ისევე როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას დღეს. მინდა, ხაზი გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ გამოწვევებით სავსე სამყაროში საქართველო ამაყობს ღვინით და ზეიმობს ამ დღეს. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიომ მიბაძოს ამ პროდუქტის დაფასების მიმართულებით.მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს, პრემიერსა და მინისტრს იმისთვის, რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს, ვმართავთ ამ მნიშვნელოვან კონფერენციას და ვაყალიბებთ ამ განსაკუთრებულ დღეს“, – განაცხადა ჯონ ბარკერმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

კამალა ჰარისი – გსურთ, იცოდეთ, ვინ არის ირანის ომში გამარჯვებული? რუსეთი, ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით

გსურთ, იცოდეთ, ვინ არის ირანის ომში გამარჯვებული? რუსეთი, ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.ჰარისმა ირანთან ომი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ყველაფერი სისულელეა“.„ამერიკელ ხალხს არ სურს ომი ირანში, ეს ომი არ ყოფილა ავტორიზებული კონგრესის მიერ, მაგრამ თუნდაც ყოფილიყო, არ უნდა დაწყებულიყო“, – განაცხადა ჰარისმა.მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებზე ტრამპის განცხადებები არადამაჯერებელია.„საუბრობდა განადგურებაზე, შემდეგ თქვა, რომ ეს უკვე გააკეთა, ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელეა“, – აღნიშნა ჰარისმა.აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის მთავარი გამარჯვებული რუსეთია.„ამ ომის მთავარი გამარჯვებულია რუსეთი, ნავთობის საკითხის გამო. მან რუსეთს სანქციები მოუხსნა. იცით, რას ნიშნავს ეს? ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით, რომელიც ადრე შეზღუდული ჰქონდათ“, – აღნიშნა ჰარისმა.მისივე თქმით, ეს გავლენას ახდენს უკრაინის მხარდაჭერაზეც.„ჩვენ ვაგზავნით არტილერიას, საჰაერო თავდაცვას, რომელიც სხვა შემთხვევაში უკრაინას მოხმარდებოდა. შედეგები ძალიან სერიოზულია. მე არ ვაპირებ, რომ ტრამპი იდიოტად მივიჩნიო. ის საშიშია“, – აღნიშნა ჰარისმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა

ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი აკვანია.მისივე თქმით, ქართველები მეღვინეობის რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიციით ამაყობენ, რაც ჩვენს მიწასთან მჭიდრო კავშირზე მეტყველებს.„ჩვენი სახელმწიფოებრიობა სამ ათას წელს ითვლის, ხოლო 17 საუკუნის წინათ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საბოლოოდ განსაზღვრა ჩვენი ღირებულებითი ორიენტირი. ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა. ვაზის მოვლით დაწყებული, ღვინის დაბადებით გაგრძელებული და ქართული სუფრის ფენომენით დაგვირგვინებული – ეს სრულყოფილი და უნიკალური პროცესი ჩვენი იდენტობის განუყოფელი და უწყვეტი ციკლია. ვაზთან ყოველი შეხება, ვენახში გატარებული ყოველი წუთი, სინამდვილეში, ქართველი კაცის მიწისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას.„სიმბოლურია, რომ ქართველი კაცი ქვევრს გულს ამსგავსებს: როგორც გული აწვდის სისხლს მთელ სხეულს, ისე ქვევრი ასაზრდოებს ჩვენს კულტურას იმ წმინდა სითხით, რომელიც ქართული სუფრისა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციას საუკუნეების განმავლობაში აცოცხლებს. ვაზი და ღვინო არის ქართველი ადამიანის ყოფიერების მთავარი ძარღვი და ამას ჩვენი ტაძრების კედლებზე ნაკვეთი ვაზის მტევნები და ჩუქურთმებიც ადასტურებს. ქართველი ხუროთმოძღვრებისათვის ვაზი ისეთივე წმინდა იყო, როგორც თავად ტაძარი. ჩვენი საგალობლები, ფოლკლორი და ლიტერატურა გაჟღენთილია ვაზის სიყვარულით. ყველგან – „შენ ხარ ვენახის“ საკრალურ საგალობელში, მქუხარე მრავალჟამიერსა თუ ჩვენი დიდებული პოეტების შემოქმედებაში – ვაზი არის სიწმინდის, სიცოცხლისა და გადარჩენის გამოხატულება. საქართველოს გაქრისტიანების უმთავრესი სიმბოლო კი წმინდა ნინოს ვაზის ჯვარია, რომელიც მარად შეგვახსენებს ჩვენი რწმენისა და მშობლიური მიწის ურღვევ ერთიანობას. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეღვინეს, თითოეულ გლეხს, რომელიც დღესაც აგრძელებს ამ უძველეს ტრადიციას და მსოფლიოს აცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და სტუმართმოყვარეობის ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები