პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში, 17 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

Read Time:41 Second

პროგრამა „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში, 17 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
2014 წლიდან დღემდე, „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში, მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით, 6200 ოჯახზე მეტმა მიკროგრანტები მიიღო და მცირე საოჯახო ბიზნესსაქმიანობის დაწყება შეძლო.
2015-2018 წლებში მხარდაჭერილია 6,212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46.9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია, სადაც ჯამში დაფინანსებულია 9,384 ბენეფიციარი.
2019 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მხარი დაუჭირა 350-მდე სხვადასხვა საწარმოსა თუ სასტუმროს პროექტს, მათ შორის, მცირე სასტუმროებს, რომლებსაც გასული წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დახმარება დასჭირდათ. ეს მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე იმ პროექტების რიცხვი, რაც 2018 წელს იყო განხორციელებული და მხარდაჭერილი.
პროგრამის მხარდაჭერით, ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და, რაც მთავარია, შეიქმნა 17 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელს საქართველოში, ქალაქებსა თუ რეგიონებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მათი დამოკიდებულება არის მარტივი – არის ცუდი ოპოზიცია, სუსტი ოპოზიცია, მაგრამ ეს არის დღეს ოპოზიცია და ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ
Next post გიორგი გახარიამ და ფატუ ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრეს