პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს

Read Time:51 Second

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიურ პარკში, ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა. დღეს ყველა ერთად აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი გაცილება ტოკიოში. გიყურებთ რა თქვენ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენ ვართ ჩემპიონების ერი. ვართ პატარა ერი, მაგრამ გვყავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს არის ძალიან დიდი წყალობა, მეორე მხრივ, მინდა გითხრათ, რომ ახლა თქვენ მთელი ერი შემოგცქერით. მჯერა, რომ თქვენ, გამოხვალთ რა ჩვენი დროშის ქვეშ, ტოკიოში ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მინდა, ყველას გისურვოთ გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს, მინდა გაცნობოთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა და მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში მეტად აქტიური ყოფილიყო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები
Next post კელი დეგნანი: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას