პრემიერ-მინისტრი: ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ ლარით; 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში გახდება 440 ლარამდე, სხვაგან 365 ლარი
რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე, თითქმის 440 ლარი იქნება. სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი. ასევე გარდა პენსიისა მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებული გვაქვს მკვეთრად გამოხატულ შშმ პირთა სოციალურად გასაცემელის ზრდა 65 ლარით, ასევე დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იწყება 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დევნილებისთვის.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება თითქმის გავასამმაგეთ უკვე, იყო 50 ლარი და ახლა არის 150. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარამდე და ესეც გაგრძელდება, ჩვენი სურვილი არის, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023-ში და როგორი შემოსავლები, გვინდა, რომ კიდევ გავზარდოთ და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. დევნილთა სახლების მშენებლობას ვიწყებთ, მოგეხსენებათ. 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება, ტენდერები ჩატარებულია და დასრულდება ძალიან მალე. ამისთვის 250 მლნ ლარია გამოყოფილი 2023 წელს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს...
„სასწრაფოდ! ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია“ – 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
რამდენიმე თვის წინ, გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე დაამარცხა, თუმცა აქვს გართულებები. აწუხებს ჰაერის უკმარისობა და ჟანგბადზე დამოკიდებულია. პატარა რაჭველ ბიჭუნას, საზოგადოების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა („ტექინფორმი“), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის...