პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს შეხვდა და მას წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა

Read Time:27 Second

დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია გააცნო და პროექტზე უწმინდესთან ერთად იმსჯელა.

„ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას,“- წერს პრემიერ-მინისტრი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით, ერთი და იმავე სათაურით ქვეყნდება უცხოურ მედიაში შეკვეთილი სტატიები, რაც ნიშნავს, რომ დაქირავებული ადამიანები უკვე მოქმედებენ
Next post მამუკა მდინარაძე: საქართველო სრულად უცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინას, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას, მაგრამ სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს