მამუკა მდინარაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით, ერთი და იმავე სათაურით ქვეყნდება უცხოურ მედიაში შეკვეთილი სტატიები, რაც ნიშნავს, რომ დაქირავებული ადამიანები უკვე მოქმედებენ

Read Time:1 Minute, 6 Second

სააკაშვილთან დაკავშირებით, ერთი და იმავე სათაურით ქვეყნდება უცხოურ მედიაში შეკვეთილი სტატიები, რაც ნიშნავს, რომ დაქირავებული ადამიანები უკვე მოქმედებენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ, ყველაფერი დანარჩენი კი სასამართლოს გადასაწყვეტია.

„რამდენიმე თვის ინტერვალით მეორდება უმძიმესი პროგნოზების გაკეთება. არც ერთ შემთხვევაში ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ახლა განსხვავება ისაა, რომ როგორც ჩანს, ლობისტები ამოქმედდნენ და ერთი და იმავე სათაურით, ერთი და იმავე ფოტოთიც კი იდება სხვადასხვა უცხოურ პრესაში სტატიები. ანუ, უკვე ხორციელდება მისი ავადმყოფობის ლობირება და პიარკამპანია. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც პიარშიკები დაუქირავეს ავადმყოფობას. კონკრეტული პატიმარი, იმის გამო, რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, დამნაშავე სააკაშვილი, სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ პროფესიონალი ექიმები. დანარჩენი ყველაფერი არის სასამართლოს გადასაწყვეტი, ჩვენ მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთი, სამართლებრივი მხარე არის მეორე და ყველას ვთხოვ, რომ ამ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცნენ და ნუ ითხოვენ ისეთ რამეს, რაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.

რაც უნდა პარადოქსული იყოს, ათობით სტატია, შეკვეთილი სტატიები, და ამას მტკიცებულება არ სჭირდება, როდესაც ფოტოც კი არ არის განსხვავებული, ლობისტების მიერ ერთი და იმავე ფაილია გაგზავნილი ბევრგან, ერთი და იმავე ფოტოთი და სათაურით ქვეყნდება უცხოურ მედიაში შეკვეთილი სტატიები, ეს ნიშნავს, რომ პიარკამპანია ლობისტების მიერ დაიგეგმა და ხორციელდება. ანუ, ხელშეკრულება შევიდა ძალაში და დაქირავებული ადამიანები, რომ მათ ლობირება გაუწიონ ავადმყოფობის შესახებ კამპანიას, უკვე მოქმედებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა წულუკიძეს აკაკი ვასაძის სახელობის ჯილდო გადაეცა
Next post პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს შეხვდა და მას წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა