პრემიერი: ჩემი უდიდესი ოცნება არის ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში სიღარიბე დავამარცხო გუნდთან ერთად

Read Time:36 Second

პირდაპირ ვიტყოდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება არის ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში სიღარიბე დავამარცხო ჩემს გუნდთან ერთად. ეს არის ყველაზე დიდი ოცნება, რაც მე მაქვს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ამ მიზნის მიღწევის პერსპექტივა აქვს და ამაში მმართველ გუნდს განახლებული სოციალური პოლიტიკის გეგმა დაეხმარება.

„ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვითარებას და სურათს შეცვლის, განწყობას შეცვლის. ეს რომ გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმოიდგინეთ, რომ აბსოლუტურად სხვა დინამიკა იქნება, სხვა პოზიტივი შემოვა და სხვა პროცესები დაიწყება ქვეყანაში. ეს ერთი. მეორე – ეს პირდაპირ ურტყამს სიღარიბეს. წინასწარი გათვლებით, დაახლოებით დამატებით 100 მილიონი ლარის გამოყოფა მოგვიწევს პირველ ეტაპზე და შემდეგ ამ თანხას გავზრდით, ბუნებრივია, იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ხელფასი გადავუხადოთ და სიღარიბის ამ სენს, ამ მტერს მიზნობრივად დავარტყათ“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: შალვა პაპუაშვილს მინდა წარმატება ვუსურვო; იგი არის უაღრესად განათლებული, წესიერი, კვალიფიციური კადრი და ჩვენი გუნდის ერთგული წევრი; მჯერა, რომ იგი იქნება პარლამენტის წარმატებული და ეფექტური თავმჯდომარე
Next post ნონა მამულაშვილი: სანამ სააკაშვილი იმყოფება ტყვეობაში, ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება ნებისმიერ სხვა თემაზე საუბრის დაწყება