ირაკლი ღარიბაშვილი: შალვა პაპუაშვილს მინდა წარმატება ვუსურვო; იგი არის უაღრესად განათლებული, წესიერი, კვალიფიციური კადრი და ჩვენი გუნდის ერთგული წევრი; მჯერა, რომ იგი იქნება პარლამენტის წარმატებული და ეფექტური თავმჯდომარე

Read Time:26 Second

გულდასაწყვეტი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის კახა კუჭავამ თავად მიიღო და მე მას მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც გუნდის წევრს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, გაწეული საქმიანობისთვის, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

„ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთად ვიყავით, არჩევნებზე ერთად დავდიოდით. უბრალოდ, მას აქვს თავისი ხედვა, თავისი გეგმები. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი და იმედი მაქვს კვლავ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში. ახალ თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მინდა წარმატება ვუსურვო. იგი არის უაღრესად კვალიფიციური, წესიერი, განათლებული კადრი და ჩვენი გუნდის ერთგული წევრი. მე მჯერა რომ იგი იქნება ეფექტური და წარმატებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერი, წარმატებული იყოს 2022 წელი
Next post პრემიერი: ჩემი უდიდესი ოცნება არის ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში სიღარიბე დავამარცხო გუნდთან ერთად