პრემიერი: „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი

Read Time:1 Minute, 27 Second

„ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანი, რომლის მსახურებაც საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ძირითადი მიზანი, – ამის შესახებ წალკაში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა წალკის, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეგიონის როლს და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ფერმერს დაეხმაროს, ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.

„მოგეხსენებათ, რომ ეს მიწა იმდენად მადლიანია, რომ შეუძლებელია, წალკაში არ ისაუბრო სოფლის მეურნეობაზე. შეუძლებელია, წალკაში ძირითადად არ ისაუბრო იმაზე, რომ ქართველი გლეხი უნდა იყოს ძლიერი ფერმერი. შეუძლებელია არ ისაუბრო იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ფერმერს დაეხმაროს, ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, რომლებითაც ჩვენ ხშირად სამართლიანად ვამაყობთ – „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „აგროკრედიტი“ და ბევრი რამ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს ის კუთხეა, რომელიც აწარმოებს ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქციას, არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ ექსპორტისთვის. ამიტომ, შესაბამისი სამინისტროების და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს ამ კუთხეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მმართველი გუნდის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი.

„ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანი, რომლის მსახურებაც საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ძირითადი მიზანი. ჩვენს ბავშვებს უნდა ჰქონდეს ძლიერი განათლების სისტემა და ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ განათლების სისტემის რეფორმირების სისწრაფეს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ განათლების რეფორმას დასჭირდება წლები. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, იმიტომ, რომ ისენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც შრომით წლები შესწირეს ჩვენს ქვეყანას და მათ უნდა შეეძლოთ, ღირსეულად იცხოვრონ და გაატარონ თავიანთი მოხუცებულობა და ჰქონდეთ შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ერთად უნდა გვქონდეს სამართლიანი პირობები იმისთვის, რომ ვიშრომოთ ისე, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე გოგი მეშველიანზე: ის არის საოცრად უბრალო და თავმდაბალი ადამიანია
Next post პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება