არჩილ თალაკვაძე გოგი მეშველიანზე: ის არის საოცრად უბრალო და თავმდაბალი ადამიანია

Read Time:41 Second

ის არის განათლებული, ენერგიული, პასუხისმგებლიანი კაცი, რომელიც ამ რთულ დღეებში, როდესაც გლობალურმა პანდემიამ განსაცდელის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანა, ბოლომდე, მაშინაც კი, როდესაც კარანტინის დროს ჩაკეტილი იყო რაიონი, რჩებოდა თავის საზოგადოებასთან, თავის ქალაქთან, სოფელთან და იმ ადამიანებთან, ვისაც მისი იმედი ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ წალკაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარუდგინა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო საქმიანობაში, რომ თქვენ ენდობოდეთ იმ ადამიანს, ვინც აირჩიეთ, გქონდეთ იმ ადამიანის იმედი, ვინც თქვენი წარმომადგენელი უნდა იყოს პარლამენტში. გოგი არის გამოცდილი საჯარო მოხელე, აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, მან კარგად იცის საპარლამენტო მუშაობა, აქვს კონტაქტები მთავრობის წევრებთან, პრემიერ-მინისტრთან და მას შეუძლია პროექტების დამუშავება თქვენთან ერთად და მისი დროულად მიტანა ხელისუფლებასთან. ის არის საოცრად უბრალო და თავმდაბალი ადამიანი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარუდგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპარლამენტის ხუთი პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს – ლუკაშენკო ევროკავშირში პერსონა ნონ გრატაა
Next post პრემიერი: „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი