სამშაბათი, ივლისი 21, 2026

პრემიერი: საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა – ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა

საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში – , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფაა.

“ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ ჩემმა ქვეყანამ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალი არის ასიათასობით ადამიანი. მე ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ მძიმე შედეგების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ჩვენ ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად.

საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში. და ამის შედეგად, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა. ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების გამო, მიმდინარე ომი არსებობს უკრაინაში და ასევე დაძაბულობა არის ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ გონივრული პოლიტიკით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ შევძელით იმისათვის რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, თანაც ასევე ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრიც-,” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება.ასევე დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

კახა კალაძე – ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ უფრო მომზადებული ხვდები გამოწვევებს, გავაძლიერებთ მუშაობას, რომ პრობლემები...

ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, ზოგიერთ ქუჩასა და გამზირზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები მოძველებულია და ეტაპობრივად ყველაფერი განახლდება.„ცხელი ხაზი მუშაობს და ნებისმიერ შემოსულ ზარს ჩვენ ვპასუხობთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა წვიმამ, დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები. იყო გარკვეული მომართვიანობა რაიონებში და ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში ყველას გვერდით დავუდგებით. ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში.გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს, თუმცა უმეტესობა ქუჩებსა და გამზირებზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები არის მოძველებული, ისეთი მდგომარეობაა, რომ კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, ეტაპობრივად ყველაფერს განვაახლებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება, რადგან დიდ თანხებზეა საუბარი, მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვმნელოვანი საჭიროებები და პრიორიტეტები, შესაბამისად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შიო მესამე – ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს.როგორც შიო მესამე მილოცვაში აღნიშნავს, ნანი ბრეგვაძის შემოქმედებას დრო ახალ სიღრმეს სძენს.„ქალბატონი ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია.გამორჩეული ხმით, შემოქმედებითი ხიბლით, დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობით, მაღალი მუსიკალური გემოვნებითა და მშვენიერებით მან მრავალი ადამიანის გულში დაიდო ბინა, როგორც შთაგონების წყარომ და ქართული ხელოვნების ღირსეულმა წარმომადგენელმა.დრო მის შემოქმედებას მხოლოდ ახალ სიღრმეს სძენს, იგი მისთვის ჩვეული სინატიფითა და შინაგანი ღირსებით ამშვენებს სცენას და მსმენელს უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულსა უზიარებს.ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ იმ გამორჩეული ხელოვნებისთვის, რომელმაც არაერთი თაობის სიყვარული, პატივისცემა და აღიარება დაიმსახურა. უფალმა დალოცოს იგი და მიანიჭოს მხნეობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე, რათა თავისი შემოქმედებით კიდევ დიდხანს ახარებდეს და ატკბობდეს ჩვენს გულებს“, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში. 

თბილისში, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა – ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება.მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო თბილსერვისის სამსახური, გამგეობები და ასევე საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოძრაობა აღდგენილია მთელი ქალაქის მასშტაბით.„ძლიერი წვიმა მოვიდა, მოკლე დროში ძალიან ბევრი ნალექი. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გაფუჭებულია კონკრეტული საგზაო მონაკვეთები. რაც შეეხება ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს, ყველგან მივალთ და ყველას დავეხმარებით, არცერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების მიღმა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიან ბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა.

ბოლო სიახლეები