პრემიერი: ეკლესიის სიმტკიცეს ვერავინ მოერია ამ ქვეყანაში და ვერც მოერევა ვერასოდეს

Read Time:35 Second

რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი, კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესს და მთელი ეს კამპანია არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაეკლესიო, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან სავარაუდო ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. პრემიერმა გარკვეული მედიასაშუალებები ჩანაწერების შინაარსის გავრცელების გამო გააკრიტიკა.

„ფარისევლობა ის, როცა ერთი მხრივ შეშფოთებას გამოხატავენ და მეორე ხელით „ტვ პირველი“ და „მთავარი“ ავრცელებენ ამ სიბინძურესა და პროპაგანდას. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ეკლესიის სიმტკიცეს ვერავინ მოერია ამ ქვეყანაში და ვერც მოერევა ვერასოდეს. თქვენ ნახეთ ის ბინძური კამპანია, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ წამოიწყეს სააკაშვილის დავალებით „მთავარმა“, „ტვ პირველმა“ და მათმა ფუძემდებლებმა. ხალხი ბრძენია, ხალხი ყველაფერს ხედავს. სიმართლეს ვერავინ აღუდგება წინ“, – განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ სასულიერო პირებთან სავარაუდო ჩანაწერების საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა და დაჰპირდა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ „ბინძური კამპანიის“ შესაჩერებლად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველაფერზე მიდიან, რომ როგორმე ეს მშვიდი საარჩევნო გარემო დააზიანონ
Next post „ქართული ოცნება“ ქარელში მომხდარ ინციდენტამდე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს