პრემიერის გადაწყვეტილებით სოფელ შქმერში, მანგანუმის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზია შეჩერებულია

Read Time:1 Minute, 1 Second

პრემიერის გადაწყვეტილებით სოფელ შქმერში, მანგანუმის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზია შეჩერებულია-ამის შესახებ ინფორმაციას მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ დღეს ონის რაიონში მანგამუნის მოპოვების ლიცენზიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეისწავლეს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში კომპანიების შპს “ტექნოლოჯი 2021”-ისა და შპს “მნ ნორთი” -ს საქმიანობა, რის შედეგადაც შპს “ტექნოლოჯი 2021”-ის მიერ ლიცენზიის დარღვევა გამოავლინეს. “გამოვლენილ დარღვევებზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა. ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დღეის მდგომარეობით, შპს „ტექნოლოგი 2021“ – ისთვის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია. გარდა ამისა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა,”- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. შპს “ტექნოლოჯი 2021”-ს შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 2021 წლის 9 ივლისს მიენიჭა. ეს ლიცენზია ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გასცა და მას ხელს სააგენტოს უფროსი ოთარ დანელია აწერს. “ტექნოლოჯი 2021” 2021 წლის 5 ივლისს, ანუ ლიცენზიის მოპოვებამდე 4 დღით ადრე დაფუძნდა. კომპანიის 66.5%-იან წილს გიორგი ჟამუტაშვილი და გრიგოლ ხიჯაკაძე (23.5%) ფლობენ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
Next post ბარამიძე ოპოზიციაზე: ხომ არ გაუფრენიათ მაგათ, საკუთარ უსუსურობას სააკაშვილს აბრალებენ?!