ბარამიძე ოპოზიციაზე: ხომ არ გაუფრენიათ მაგათ, საკუთარ უსუსურობას სააკაშვილს აბრალებენ?!

Read Time:34 Second

“ოპოზიციაა ნაწყენი? ცივი წყალი დალიოს ყველამ. მიხეილ სააკაშვილი რომ თავის სამშობლოში ჩამოვიდა ამაზე არიან ნაწყენები? ხომ არ გაუფრენიათ მაგათ. რა სისულელეა, საკუთარ უსუსურობას მიხეილ სააკაშვილს აბრალებენ? მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა თავის გუნდთან ერთად და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ან ქოცებისთვის უნდა ეკითხა, შემიძლია თუ არა ჩემს გუნდთან ჩამოვიდეო? არც ვიცი მაგას ვინ ლაპარაკობს, ცოტა თბილისურად ვეტყოდი – თქვენ აზრზე მოდით. მიხეილ სააკაშვილმა ნაკლები სიფრთხილე გამოიჩინა სამწუხაროდ, თორემ, აბა არ დაეჭირათ და არჩევნების იმ 12 საათის განმავლობაში ყოფილიყო თავისუფლებაზე, მერე გვენახა რა შედეგი იქნებოდა და რომ გამოვიდოდა მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების აღსანიშნავად, რა იქნებოდა საქართველოში, მაგას დავინახავდი. დაჭერილი მიხეილ სააკაშვილის პირობებშიც კი მეტი ხმები მივიღეთ
ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ TVპირველის ეთერში განაცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერის გადაწყვეტილებით სოფელ შქმერში, მანგანუმის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზია შეჩერებულია
Next post ხიდაშელი: თავდაცვის მინისტრი საერთოდ რომ არ ჩანს, თითქოს არც გვყავს, ამას რა ქვია