პოლიციამ მაღაზია „აიპლუსის” გაქურდვის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

Read Time:43 Second

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ. მაღაზია „აიპლუსის” გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს, ხოლო 2000 წელს დაბადებული თ.რ. ამავე დანაშაულშია მხილებული.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს მ.მ.-მ და თ.რ.-მ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დააზიანეს ტექნიკის მაღაზია „აიპლუსის” შესასვლელი, უკანონოდ შეაღწიეს სავაჭრო ობიექტში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაახლოებით 17 000 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონებს.

ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. დანაშაულში მხილებული მეორე პირის – თ.რ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა” და „ბ” და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულო მუშაობას დღეიდან დაიწყებს
Next post მდინარაძე სააკაშვილზე:რამდენჯერაც თავი აწია ფურცლებიდან, იმდენი საოცრება თქვა- საერთოდ არ მჯერა, რომ მის ანგარიშზე მხოლოდ 9 მილიონის მოპარვაა