პოლიციამ თიანეთში კაცი საკუთარი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავა

Read Time:26 Second

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: განსაკუთრებით ბოლო წლებში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის ფუნქციონირებისა და მისი ცნობადობის გაზრდის მიმართულებით
Next post რატი ბრეგაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება