პლაჟის ჭიდაობა / 2 ოქრო, 4 მედალი – ქართული ტრიუმფი თურქეთის ქვიშაზე

Read Time:34 Second

თურქეთის ქალაქ სარიგერმეში 17 ქვეყნის 159 სპორტსმენი მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატში… პლაჟის ჭიდაობაში. დიდებში ორმა ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა –  70 კილო წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი კონსტანტინე ხაბალაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში ყოფილი ჩემპიონი სემიონ რადულოვი დაამარცხა.

80 კილოში იმარჯვა იაკობ მაქარაშვილმა. მან ფინალში ვასილ მიხაილოვს მოუგო. ამ წონაში ბრინჯაოს მედალი ჯუმბერ ყველაშვილმა მოიპოვა.

90 კილოში ფინალში დამარცხდა ირაკლი მწითური, რომელსაც პაკისტანელმა მუჰამად ინამმა აჯობა. 90+ კილოში მხოლოდ მე-10 ადგილზე გავიდა როლანდ ანდრიაძე.

პლაჟის ჭიდაობა 7 მეტრის დიამეტრის ქვიშაზე მიმდინარეობს. ბრძოლა სამწუთიანია. თუ ამ ხნის განმავლობაში ვერ გამოვლინდება გამარჯვებული, ბრძოლა მაშინ წყდება, როცა რომელიმე მოჭიდავე სამ ქულას დააგროვებს. უფროსებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი კადეტებში და ახალგაზრდებშიც მიმდინარეობდა. ახალგაზრდებში თორნიკე ქათამაძემ (60 კილო) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისური რთველი
Next post პატიმრობიდან გათავისუფლებული მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთში საკუთარ ოჯახში იმყოფება