პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამი ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა

Read Time:26 Second

ჩვენს კლინიკაში არის სამი ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

რატიანის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კლინიკაში შემოვიდა ერთი ინფიცირებული ქალი, რომელიც 22 კვირის ორსულია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება ინფექციონისტების და გინეკოლოგების დაკვირვების ქვეშ.

„კლინიკაში იმყოფება 13 ინფიცირებული. ორი არის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. რაც შეეხება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტებს სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა“,-აღნიშნა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა.ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 13 გამოჯანმრთელებულია
Next post დიმიტრი ხუნდაძე – საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ, ეს ეპიდვითარებასა და საზოგადოების ადეკვატურ ქცევაზეა დამოკიდებული