პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველ დღეს ქვეყნის მასშტაბით 15 299 მოსწავლე დარეგისტრირდა

Read Time:36 Second

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველი დღე ქვეყნის მასშტაბით ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზის გარეშე წარიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge-ზე 13 მაისის 6 საათის მონაცემებით, საქართველოს 2085 საჯარო სკოლაში 15299 მოსწავლე დარეგისტრირდა.

„პირველკლასელთა რეგისტრაცია 5 ივნისს დასრულდება, ხოლო 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

ცნობისათვის: სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სკოლებში 472 მოსწავლე, ხოლო მეორეზე 21 998 მოსწავლე დარეგისტრირდა. საყოველთაო რეგისტრაციისთვის სკოლებში 61 555 ვაკანტური ადგილი იყო. მესამე ეტაპის საბოლოო შედეგები 5 ივნისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, სკოლებში რეგისტრაციის ბოლო, IV ეტაპი განხორციელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო შეუსაბამო, უხერხულია
Next post ჯუანშერ ბურჭულაძე: გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის