პირველად ისტორიაში – საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

Read Time:1 Minute, 3 Second

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოს და ისლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის

ქართველი კალათბურთელები დამარცხდნენ 77:80, მაგრამ ზუსტად იმ ანგარიშით რომელზე მეტით წაგებითაც მსოფლიო ჩემპიონატზე ისლანდია ითამაშებდა.

უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში პირველი ნახევრის პირველი პერიოდი დასრულდა ფრედ – 19:19, მეორე პერიოდი და მეორე ნახევრის ორივე პერიოდი კი სტუმრებმა თითო-თითო ქულის სხვაობით მოიგეს და საბოლოოდ ტაბლოზე 77:80 (19:19, 23:24, 18:19, 17:18) დაფიქსირდა.

ამრიგად საქართველოს და ისლანდიის ნაკრებმა გუნდებმა შესარჩევ ეტაპი თანაბარი ქულებით დაასრულეს და მათ შორის უმჯობესი ვერც ურთიერთშეხვედრებმა ვერ გამოავლინა, რადგან  ისლანდიაში საქართველოს მატჩი სამი ქულით ჰქონდა მოგებული (88:85). დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილი საქართველოს ნაკრებს მიეკუთვნა და იგი ჯგუფიდან ესპანეთთან და იტალიასთან ერთად გახდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელი.

დღეს გამართული კიდევ ორი მატჩი ასე დასრულდაა:

უკრაინა – ნიდერლანდები 72:56(18:17, 16:14, 23:8, 15:17)
ესპანეთი – იტალია 68:72(16:13, 13:20, 15:19, 24:20)

ესპანეთი 10 8-2 823:703 18
იტალია 10 8-2 8 81:736 18
საქართველო 10 5-5 795-814 15
ის;ლანდია 10 5-5 786-842 15
უკრაინა 10 4-6 811-797 14
ნიდერლანდები 10 0-10 712-816 10

მსოფლიო ჩემპიონატი ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება 25 აგვისტოდან 10 სექტემბერის ჩათვლით. მასში მსოფლიო 32 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტაშკენტის გრანდ სლემზე 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
Next post გიორგი ვოლსკი: არ არსებობს ინტერესი იმისა, რომ საქართველო რაღაც ორბიტაზე მოხვდეს. საქართველოს ინტერესი არსებობს იქ, სადაც ქართული საზოგადოების ინტერესია