პირდაპირი ეთერი სასამართლოდან, სადაც პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს

Read Time:25 Second

დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის 52-ე მუხლი – ამ წუთებში ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. გადაწყვეტილება 9 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა მიიღოს. სხდომას 9-ვე მოსამართლე ესწრება.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. პროცესს ესწრებიან წარდგინების 5 ავტორი, მათ შორისაა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

“ეს არის პირველი საქმე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას იმპიჩმენტის სფეროში. მას ექნება დიდი პრეცედენტული მნიშნვნელობა,” – აღნიშნა მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთმა წევრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: „ღმერთო, დაიფარე სამყარო“ – შემაშფოთებელი კადრები გურიიდან
Next post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“, ჩატარდა