პეკინი 2022 | საბა ქუმარიტაშვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა 31-ე პოზიციაზე დაასრულა

Read Time:21 Second

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა, რომელიც ორი დაშვების შემდეგ 34 მონაწილეს შორის 31-ე ადგილზე გავიდა. ქართველმა მოციგავემ იაპონელ, სამხრეთკორეელ და ბოსნიელ სპროტსმენებს აჯობა.

ქუმარიტაშვილმა პირველი დაშვებისას დისტანცია 1:00.211 წუთში დაფარა, მეორე ცდაზე კი 1:00.146 წუთი მოანდომა.

შეგახსენებთ, რომ საბა ქუმარიტაშვილი 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.

24-ე ზამთრის თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა საქართველოს პირველი არხის ყველა პლატფორმაზეა შესაძლებელი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ივანე ჩხაიძე – ვფიქრობ, სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი 26 000-ზე მაღალი იქნება და საქართველო გაიმეორებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებელს
Next post კახა კალაძე ფეიკნიუსებზე: ჩემი პასუხი იქნება კონკრეტული გაკეთებული საქმეები