პატრიარქი – ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს – უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ, მოდის სიხარული

Read Time:1 Minute, 1 Second

მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს , – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ, როცა ჩვენ ვხვდებით განსაცდელებს, როგორიც ახლაა, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ამ განსაცდელს მადლიერებით მივიღებთ, უფალი ძალას მოგვცემს რომ გადაგვატანინოს ის.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს! ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბზობა ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა. ადამიანის განწმენდა. როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ახლა არის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას. ეს არის ჩვენი განწმენდა. მაგრად იდექით! აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში ქართველმა ხალხმაო ვაჟკაცურად მიიღოო ეს განსაცდელი. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით, ქართველი ადამიანი ძლიერია სულით. გაგაძლიეროთ უფალმა. უფალმა ძალა მოგცეთ, უფალმა გაკურთხოთ თქვენ“, – ბრძანა პატრიარქმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანდრია გვიდიანი: ეპიდემიის ფონზე, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ პარტიულ მედიასაშუალებებს ბოლომდე ჩამოეხსნათ ნიღბები
Next post ბერძნული მედია – “შოკისმომგვრელი კადრები მართლმადიდებელი საქართველოდან – როცა გინდა, იპოვი გზას ..!!!” (ფოტო-ვიდეო)