პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ „ნარკანის“ რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა

Read Time:53 Second

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ „ნარკანის“ რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა. აღნიშნულ საკითხზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ნარკომომხმარებელთა შორის არის შემთხვევები, როდესაც ზედოზირებისას ლეტალური შედეგი დგება. ხუნდაძის განცხადებით, ასეთ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი იყოს ნივთიერება „ნარკანი“, რომელიც ნარკოტიკების საზიანო მოქმედებას ანეიტრალებს.

„ნარკომომხმარებელთა შორის არის შემთხვევები ზედოზირებით მოხმარების დროს, როდესაც დგება ლეტალური შედეგი. ასეთ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი იყოს ნივთიერება „ნარკანი“, რომელიც ნარკოტიკების ასეთ მძლავრ და საზიანო მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დარგის სპეციალისტებთან ერთად განგვეხილა საკითხი, რომ „ნარკანი“ აფთიაქებში იყიდებოდეს, ხელმისაწვდომობა იყოს მაღალი და ის არ ექვემდებარებოდეს რეცეპტით გაცემის წესს. საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა იყოს „ნარკანის“ ხელმისაწვდომობა, რომ გარდაცვალების ფაქტები ზედოზირებით მოხმარების შემთხვევაში დავაზღვიოთ.

ურეცეპტოდ გაცემას პროცედურული საკითხის მოგვარება სჭირდება, რომ მეორე ჯგუფის პრეპარატების ჩამონათვალიდან ის გადავიდეს მესამე ჯგუფში. რაც ნიშნავს, რომ ამ ტიპის პრეპარატი აღარ საჭიროებს რეცეპტით გაცემის წესს დაქვემდებარებას და ის რეცეპტის გარეშე გაიცემა. ჩვენი მხრიდან გაიცა რეკომენდაცია და ახლა უწყება მას გადაამისამართებს მეორე ჯგუფიდან მესამეში“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ვისთვისაც მიუღებელია ის უსამართლობა, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს შევიკრიბოთ
Next post ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ოპერაცია გაიკეთა – იგი წლის ბოლომდე ვეღარ იჭიდავებს