ირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ვისთვისაც მიუღებელია ის უსამართლობა, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს შევიკრიბოთ

Read Time:33 Second

მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, 27 ოქტომბერს გაიმართება დიდი შეკრება თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე. მინდა, ყველას მივმართო, თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული ქვეყანაში, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას, ყველას მივმართავ, ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, შევიკრიბოთ 27 ოქტომბერს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ზაზა გულიაშვილს ქარელში ალტერნატივა არ ჰყავს და დამაჯერებლად გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ღირსეული კანდიდატია და ქარელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს მას დაუჭერს
Next post პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ „ნარკანის“ რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა