პარლამენტის წინ ცხოველთა დამცველები საპროტესტო აქციას გამართავენ

Read Time:41 Second

დღეს, თბილისში, პარლამენტის წინ ცხოველთა დამცველები საპროტესტო აქციას გამართავენ. სოციალურ ქსელში ეს ღონისძიება მას შემდეგ დააანონსდა, რაც ლოტკინის დასახლებაში პატრონმა თავისი ლეკვი დანაწევრებული იპოვა. ამის შესახებ ნეტგაზეთი წერს.

ცხოველთა დამცველები დამნაშავის დასჯას და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზე კანონის გამკაცრებას მოითხოვენ.

“ყოველთვის რატომ ვართ ჩუმათ? რატომ არავინ გამოდის? რატომ ვხუჭავთ თვალს იმ არსებების წამების ფაქტებზე, რომლებიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს? ეს უნდა დასრულდეს! ყველა ორგანიზაცია დუმს! სახელმწიფო დუმს! ეს უნდა დავასრულოთ ჩვენ! ყველა უნდა გამოვიდეთ – თითოეული ადამიანი, ვისაც გული შესტკივა. მოვითხოვოთ კანონის გამკაცრება! მოვითხოვით დამნაშავის დასჯა! ეს კრიმინალია და ამის ჩამდენი არ არის ღირსი საზოგადოებაში ყოფნის! ვისაც გული შეგტკივათ, ყველამ შევუწყოთ ხელი ერთმანეთს, რომ ეს აქცია ჩატარდეს,” – წერს ღონისძიების ორგანიზატორი.

ცხოველთა დამცველები პარლამენტთან 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლოტკინის დასახლებაში ლეკვის დანაწევრების ფაქტზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპული საქართველოს ლიდერებმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს
Next post მექსიკის პრეზიდენტმა, ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ში ვიზიტი გააუქმა