ევროპული საქართველოს ლიდერებმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს

Read Time:53 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.

“ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა 1921 წლის 25 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. ამის შესახებ 1tv წერს.

“საქართველოს ისტორია ეს არის უწყვეტი ბრძოლა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, ჩვენი ვალია, ბოლომდე მივიყვანოთ ბრძოლა, რომ საქართველოში საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მსგავს ვაჟკაცებს აღარ ხოცავდეს. ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ საქართველო, რომელიც იქნება თავისუფალი, ერთიანი და ევროპული ქვეყანა. სწორედ ეს იქნება ჩვენგან გადახდილი ვალი იმ გმირების ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მანამდე იუნკერების ხსოვნას მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კობახიძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს
Next post პარლამენტის წინ ცხოველთა დამცველები საპროტესტო აქციას გამართავენ