მექსიკის პრეზიდენტმა, ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ში ვიზიტი გააუქმა

Read Time:54 Second

მექსიკის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან

თითქმის ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ში ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ  Washington Post-ი წერს.

როგორც გაირკვა, ორი ლიდერი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხზე კვლავ ვერ შეთანხმდა. საუბრისას, როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა “მოთმინება დაკარგა.”ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპი აღელვებული და გაბრაზებულიც იყო.

როგორც მექსიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ვიზიტი ოფიციალურად დაგეგმილი და შეთანხმებული არც ყოფილა.

ნიეტოს ვიზიტი ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს უნდა შემდგარიყო, მაგრამ მაშინაც მექსიკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ვიზიტი გააუქმა. გადაწყვეტილება მექსიკოში დონალ ტრამპის განცხადების შემდეგ მიიღეს. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ მექსიკა კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე უარს აცხადებს, სჯობს პრეზიდენტმა ნიეტომ ვაშინგტონში ვიზიტი გააუქმოს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში მოთხოვნა გააგზავნა, რომლითაც ის ბიუჯეტიდან 18 მილიარდი დოლარის გამოყოფას მექსიკის საზღვართან კედლის გაშენებისთვის ითხოვს. თეთრი სახლის მოთხოვნის შესაბამისად, ეს ფული საჭიროა უკვე არსებული 650 კილომეტრიანი ბარიერის დასასრულებლად.

მანამდე კედლის ფასი ოფიციალურად უცნობი იყო. ტრამპის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.

ამერიკა-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ის ამტკიცებს რომ აიძულებს მექსიკას დააფინანსოს მშენებლობა. მექსიკის ხელისუფლება კი მსგავს შესაძლებლობას გამორიცხავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის წინ ცხოველთა დამცველები საპროტესტო აქციას გამართავენ
Next post ლიონელ მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა