ლიონელ მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა

Read Time:22 Second

ლიონელ მესიმ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი რეკორდი დაამყარა. გუშინ გამართულ კატალონიურ დერბიში “ბარსელონამ” “ხირონა” დიდი სხვაობით, 6:1 დაამარცხა,

სპორტსმენმა ორი ბურთი გაიტანა, რის შემდეგაც არგენტინელი გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგის 36 გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი.

აქამდე მესი ამ რეკორდს “რეალელ” რაულთან და “ბილბაოელ” არიც ადურისთან ერთად ინაწილებდა, რომელთაც 35 კლუბის წინააღმდეგ აქვთ თავი გამოჩენილი.

შეგახსენებთ, რომ მესი 22 გოლით ლა ლიგას ბომბარდირთა, 12 საგოლე გადაცემით კი ასისტენტთა დავას ლიდერობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მექსიკის პრეზიდენტმა, ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ში ვიზიტი გააუქმა
Next post რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს